ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 5 იმპორტირებულია

Pirveliradio Ge

დღეს დადასტურებული 10 შემთხვევიდან 2 პაციენტის წყარო გახლავთ ლენჯერი, 2 პაციენტის ინფიცირების წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 5 ინფიცირებულის წყარო იმპორტირებული შემთხვევაა, ერთ-ერთი მათგანი სატვირთო მანქანის მძღოლია, ხოლო ერთ პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა იყო 1132 და გახდა 1137. „დღეის მდგომარეობით, კოვიდცენტრებში 267 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათ შორის 5 კვლავ კრიტიკულად მძიმე პაციენტია, 24 -ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.