საქართველოს პრეზიდენტი სირიაში ე.წ "აფხაზეთის საელჩოს" გახსნას ეხმაურება
Sokhumi Daily
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერის" მეშვეობით განცხადებას ავრცელებს, სადაც ის ამბობს, რომ სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნით საერთაშორისო სამართალი ირღვევა.
"სირიაში ე.წ. აფხაზეთის საელჩოს გახსნით დამასკო საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას განაგრძობს. სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო და მომავალშიც დაგმობს", — წერს პრეზიდენტი.
5 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სირიის დედაქალაქ დამასკოში აფხაზეთის ე.წ. საელჩო 6 ოქტომბერს გაიხსნებოდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია ფლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი#აფხაზეთისაქართველოა
#ახალიამბები