კორონავირუსისგან 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა
Tbilisi Daily
საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 236 პაციენტი მკურნალობს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1351 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1098-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7082 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 334.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
#ახალიამბები