საქართველოს სხვადასხვა კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან 41 კრიტიკულად მძიმეა
Tbilisi Daily
საქართველოში მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 41-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. მათგან ცხრა ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.
გუშინ ქვეყანაში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 252 პაციენტი, გარდაიცვლა 2. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 8 118 დადასტურებული შემთხვევააა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 4 244. ვირუსის გამოჩენიდან დღემდე გარდაცვლილია 50 ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.