საახალწლო ფიქრები...

0
ამ ახალწლის დამდეგს ეს ფიქრი მოდის ძალაუნებურად, რომ ყველამ მოინანიოს წარსულის წლის შეცოდებანი და ახალს წელს მივეგებნეთ ახალის ძალით, მხნეობით, გულწრფელად და ჩავჭიდოთ ღრმად გულში ეს მცნება: საცა ვცხოვრობთ, და რომელ ქვეყნის შვილებიცა ვართ, რომელი ქვეყნის პურით, ღვინით, წყლით და ჰაერით ვსაზრდოობთ, იმას ვარგოთ რამ, ვაკეთოთ იმის სასარგებლოდ ჩვენის ძალ-ღონის დაგვარად რაც-კი შეგვიძლიან, რომელი ასპარეზიც უნდა იყოს – ეკონომიური, ზნეობრივი, პედაგოგიური, ლიტერატურული და სხვა. თუ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის ვიქნებით კარგნი, ჩვენს საკუთარს შინაურს საქმეს წავიყვანთ კარგად, მაშინ მთელი კაცობრიობისთვისაც სასარგებლონი ვიქნებით. თუ არა და, ტყუილი მოცდენაა, ამაო შრომაა, ვინც იმას ამბობს, კაცობრიობას უნდა ვარგოვო და ეს სარგებლობა ჯერ თავის ძმებისთვის ვერ მოუტანია, თავის ქვეყნისათვის – რომლის ღვიძლი შვილია, – რომლის ავი და კარგი ესმის (და თუ არ ესმის თავის შინაობის ავი და კარგი, ის სხვისას როგორ გაიგონებს და, მაშასადამე, ან რას არგებს). ვაჟა ფშაველა ურთულესი წელი გვქონდა, თავისი გამოწვევებით, უდიდესი დანაკარგით😞😞. იმედით შეჰყურებს მთელი კაცობრიობა 2021 წლის შემობრძანებას, მინდა დამდეგი ახალი წელი მოგილოცოთ🎄🎄🎄🎄წყალობა ღვთისა არ მოკლებოდეს თვითეული თქვენგანის ოჯახს🙏 განსაკუთრებით მინდა მივულოცო ხანდაზმულ ადამიანებს💝💝💝 და ბავშვებს ჩვენს მომავალს, წარმატებული წელი ყოფილიყოს.🎄🎄🎄ეს პატარა ბიჭი ყველა ბავშვის სათქმელს ამბობს😊😊😊. სასწავლო სივრცეში დაბრუნებას გისურვებთ ბავშვებო და ძვირფასო მასწავლებლებო!!! 👩‍🏫🧑‍🏫👩‍🏫👨‍🏫📚📚🎄🎄🎄🎄🎄
0