„ბევრი ხანდაზმული პაციენტი ბინაზე საათობით ელოდება სასწრაფო დახმარებას და გადაყვანას ჰოსპიტალში“

Tbilisi Daily

ბათუმელი ექიმი სოფიო ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს. „პრაიმტაიმი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. „პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის მთავარ ბარიერად იქცა ლაბორატორიული კონფირმაციის არარსებობა, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში აგვიანებს 7 დღე! ამის გარეშე მათი ჰოსპიტალიზაციის ერთადერთი გზა ცხელების ცენტრია, რომელიც სულ ორია რეგიონში! ეს არ იყო საკმარისი 50 ახალ შემთხვევაზე! მით უმეტეს არ არის საკმარისი 200 ახალ შემთხვევაზე!!! · მოხსენით ექიმამდე მისასვლელი ბარიერები!!!! · იმოქმედეთ სწრაფად!!! · აღიქვით კრიზისი!!! ძალიან ბევრი ხანდაზმული პაციენტი ბინაზე საათობით ელოდება სასწრაფო დახმარების ბრიგადას და გადაყვანას ჰოსპიტალში.“ – წერს სოფიო ბერიძე.