იცით თუ არა რა არის ეთნიკური აზერბაიჯანელებთან თასუა ?

Marneuli Daily

გუშინ 29 აგვისტოს სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს, იმამ ალის საქველმოქმედო ფონდის, საქართველოს აჰლი -ბეითის საზოგადოების, ამავე ორგანიზაციაში მოქმედი აჰლი -ბეითის მოყვარულთა ფორუმის, ქალბატონი ზეინაბის ქალთა ორგანიზაციისა და სხვა მეჩეთების მხარდაჭერით მარნეულში "თასუას" მსვლელობა გაიმართა. მედია იუწყება, რომ ცერემონიალი საქართველოს აჰლი -ბეითის საზოგადოების შენობის წინ 11:00 საათზე დაიწყო და იმამ ალის მეჩეთის წინ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ თასუას მსვლელობას, საქართველოს აჰლი -ბეითის საზოგადოების თავმჯდომარე ჰაჯი რასიმ მამედოვი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე და შეიხი მირტაგი ასადოვი, იმამ ალის მეჩეთის ახუნდი ჰაჯი ჰაჯიევი, იმამ ჰუსეინის სახელობის მეჩეთის ახუნდი ჰაჯი აზიზ ნაბიევი, ჰაჯი ფარიზ რაჯაბოვი, ქლაქის მერი ზაურ დარგალი, პარტია ევროპული საქართველოს მაჟორიტარი კანდიდატი აჰმად იმამკულიევი, პარტია ლელო საქართველოსთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მურად მურადოვი, ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ალი ბადიროვი და სხვადასხვა მეჩეთების სასულიერო პირები, მოქალაქეები და მორწმუნეები ესწრებოდნენ. მსვლელობა რომელიც იმამ ალის მეჩეთის წინ დასრულდა, სიტყვით გამოსვლისას ელჩინ ჯაფაროვმა იმამ ჰუსეინის აჯანყებისა და ქარბალას მოვლენების შესახებ ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ცერემონიის ბოლოს სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოსა და იმამ ალის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით მსვლელობაში მონაწილე მორწმუნეებს, იმამ ჰუსეინის სახელობის ეჰსანი დაურიგდათ. წყარო : 24News.ge #ახალიამბები