ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში 9 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

Tbilisi Daily

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში 49 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია. აქედან, მედიკოსების შეფასებით, 9-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 33 პაციენტს მუდმივად ჟანგბადი მიეწოდება. კლინიკაში 204 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 148 თერაპიულ განყოფილებაშია და მათ სხვადასხვა ხარისხისა და პროცენტულობის პნევმონია აქვთ. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი, 23 მაისს კი, მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათიც გაუქმდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.