2020 წლის 16 მაისს, 72 წლის ასაკში, გარდაიცვალა „ი. სუხიშვილის სახელობის ქართული აკადემიური ეროვნული ბალეტის“ ოქროს თაობის მოცეკვავე (სოლისტი), საქართველოს დამსახურებული არტისტი ნელი ხაჟომია.
1982-2002 წლებში, ნელი ხაჟომია მეუღლესთან, შალვა ყურაშვილთან ერთად, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულ ანსამბლს ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში, ანსამბლმა, უამრავი გრან-პრი მოიპოვა, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.