გიორგი გახარია: მადლობა თითოეულ მოქალაქეს გონიერებისთვის

0
"მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს გონიერებისთვის, რამეთუ დღეს ტრანსპორტში პირბადის გარეშე გადაადგილების არცერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის"- ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში სტუმრობისას განაცხადა. "დღეს ჩვენ ქვეყანაში გვყავს 8 ახალი ინფიცირებული, აქედან 6 ადამიანი არის საკარანტინო ზონიდან და 2 ადამიანი არის სატვირთო მანქანების მძღოლი. მინდა პირველ რიგში გადამზიდავი კომპანიის მფლობელებს, ხელმძღვანელებს მოვუწოდო, მჭიდროდ ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და საკოორდინაციო შტაბთან, რამეთუ ნათელია, რომ მძღოლები, რომლებიც სატრანზიტო ფუნქციას ასრულებენ, არიან ყველაზე მაღალი რისკის შემცველები და მათი კონტროლი, პარალელურად, რომ მათ შრომა არ გააჩერონ და გააგრძელონ მუშაობა, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ამიტომ ვთვლი, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისათვის, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას. პრემიერმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს გამოჩენილი გონიერებისთვის და თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, ჯერჯერობით პირბადის გარეშე გადაადგილების ფაქტი არ გამოვლენილა. „ასევე, მინდა გაგახსენოთ, რომ დღეს საქართველოში გაიხსნა ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს გონიერებისთვის და თანადგომისთვის, რამეთუ დღეს მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის გარეშე გადაადგილების არც ერთი შემთხვევა ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის“ - განაცხადა გიორგი გახარიამ
news
გახარია მადლობა
TbilisiDaily
0