სალომე გულორდავა - მხატვარი გოგონა აფხაზეთიდან

Sokhumi Daily

“ბავშვობიდან აფხაზეთის ისტორიებზე ვიზრდები, სამოთხის, რომელიც მუდამ შორი და მიუწვდომელი იყო... “მახსოვს სკოლაში ხატვის კონკურსი გამოცხადდა აფხაზეთის თემაზე, სადაც ბავშვის გონებითა და დიდი სიყვარულით გადმოვეცი სოხუმი. ნახატმა დიდ ყურადღება და აღფრთოვანება გამოიწვია, ათეულში მოვხვდი, თან წაიღეს როგორც საუკეთესო ნახატი, არც პრიზი მერგო და ნახატიც აღარავინ დამიბრუნა, თუმცა პრიზზე ვინ დარდობდა, ნახატის ბედი მაღელვებდა, ალბათ იმ ნახატს მეორედ ვეღარასდროს დავხატავ...".” *შენიშვნა: ნახატების სრულად სანახავად, გთხოვთ გახსნათ ფოტოები. სალომე ერთ-ერთი წარმატებული თანამედროვე ქართველი მხატვარია. ერთ დროს მისი შემოქმედება ექსპრესიონიზმის , სურეალიზმის, აბსტრაქციისა და კუბიზმის ელემენტებით იყო გაჯერებული, მაგრამ ბოლო ორი წელია არცერთ კონკრეტულ მიმდინარეობას არ მისდევს, რადგან თვლის, რომ ამით თანამედროვე არტისტი თავს ჩარჩოებში იქცევს, იზღუდავს: “მნიშვნელობა არ აქვს მიმდინარეობებს, ტენდენციებს და მოდას, მთავარია რას ქმნი და შენ თავად ვინ ხარ, რისი თქმა გინდა". მისი ნახატები ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მას უნიკალურად შეუძლია აღუქმელი გონების გაცოცხლება ტილოზე და მიუწვდომელი რეალობის დანახვა. მისი პერსონალური გამოფენები ჩატარდა როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში Theresienstein გალერეაში. იტალიაში ქალაქ ნეაპოლში “WeSpace” და “salvadoreserio “ გალერეებში. მისი ნამუშევრები ასე შეაფასეს „გოგონა შავი ზღვის ქვეყნიდან პატარა ჩემოდნითა და დიდი შედევრებით“ სალომე ჩვენთან ერთად აფხაზეთსა და ბავშვობას იხსენებს: “ვინაიდან, აფხაზეთის ისტორიებზე ვიზრდებოდი, ჩემს თავს სულ აფხაზეთში წარმოვიდგენდი, ყოველთვის ვფიქრობდი, სად შემეძლო მეცხოვრა, უცხოეთშიც ვიმოგზაურე, მაგრამ ყოველთვის ვბრუნდები და საბოლოოდ მივხვდი, რომ ჩემი ერთადერთი საცხოვრებელი აფხაზეთია. ძალიან რთულია იმ ტკივილისა და მონატრების წარმოდგენა, რასაც ჩემი მშობლები მთელი ცხოვრება განიცდისნენ აფხაზეთის მიმართ, ალბათ მეც კი გამიჭირდებოდა ამ ემოციების დახატვა.” “ომმა ჩემები ძალიან შეცვალა, ომის შემდეგ, სულ სხვანაირები გახდნენ... თუმცა მათ ცხოვრება ახალი შემართებითა და ძალებით დაიწყეს, ამით ნამდვილად ვამაყობ.” “ხელოვნება რეალობიდან მომდინარეობს, მაგრამ, ამავდროულად ირეალურ სულს ისხამს. ამიტომ მომწონს ფსიქოლოგიური ხასიათის პორტრეტების შექმნა. სწორედ, რეალობის მიბაძვრა ამყარებს ხელოვნების შესაძლებლობებს და ახდენს ადამიანზე მორალურ-ესთეტიკურად გავლენას. მოქმედებს მისი გრძნობებისა და ხასიათის ფორმირებაზე. ხელოვნების აღქმა ჰომ ყველასთვის სხვადასხვანაირია, სწორედ ესაა საინტერესო.” “ალბათ ოდესმე კიდევ ვცდი სოხუმის დახატვას, ამჯერად სხვა ემოციებითა და გონებით, მაგრამ აუცილებლად ვცდი. მჯერა რომ ოდესმე სოხუმში დავპატიჟებ ჩემს მეგობრებს, ჩემსავე სახლში.” სალომეს ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ გვერდზე : სალომე გულორდავა, მხატვარი, 24 წლის. ბლოგზე იმუშავა: მარიამ თოფურიამ / მომო - #სალომე #გულორდავა #მხატვარი #აფხაზეთიდან #ახალიამბები #ხელოვნება #მეცნიერება #მხატვრები #აფხაზეთი #აფხაზეთისაქართველოა #აფხაზეთიჩვენია #აფხაზეთიჩემია #აფხაზები #დევნილი #პოლიტიკა #sokhumidaily #sokhumi #sokhumiday #salome #Gulordava #გაიცანიხელოვანი