არიან ადამიანები, რომლებიც ავად არიან და არ იციან
Tbilisi Daily
ყველას უნდა ეკეთოს ნიღაბი, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც ავად არიან და არ იციან. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ POSTV-ს ეთერში გაანცხადა.
„ყველას უნდა ეკეთოს ნიღაბი, რადგან ის ვინც ავად არის, ტრანსპორტში თუ ავიდა და დაახველა, სხვას არ გადასდოს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ ვირუსი იმიტომ გააჩერა, რომ ქუჩაშიც კი ნიღბებით დადიოდა ხალხი.
„არ გამიგია, რომ დამხრჩვალიყვნენ“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.