დღეს რაც ხდება, იგივე რაც ხდებოდა გუშინ, არის ძალიან საგანგაშო-რეხვიაშვილი
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142111
დღეს რაც ხდება, იგივე რაც ხდებოდა გუშინ, არის ძალიან საგანგაშო-განაცხადა ქვემო ქართლის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა "პირველი არხის" ეთერში. მისი თქმით, მარნეულში სასოფლო სამეურნეო პროდუქციის დისტრიბუტორებისთვის ჩაბარების პროცესი რეკომენდაციებისა და შეზღუდვების დარღვევით მიმდინარეობს.
"აქ ვხედავთ ძალიან ბევრ სხვა დარღვევებს, რაც დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით და პრევენციასთან მიმართებით არის დაუშვებელი.აუცილებლად უნდა დავწეროთ ჩვენ ამ სოფლებში ოჯახების სია, ვისაც ეცოდინებათ დღეს, ხვალ, ზეგ რა რიგითობით იქნებიან, რომ აქ მთელმა სოფელმა არ იაროს, არ შეიკრიბოს და ეს დისტანცირება ასე არ დაგვრჩეს დაუცველი. ეს არის მთავარი გამოწვევა. მე მაქსიმუმს გავაკეთებ დღეიდან, რომ ეს პროცესები უფრო მეტად გამართული იყოს, უბრალოდ დღეს რაც ხდება, იგივე რაც ხდებოდა გუშინ, არის ძალიან საგანგაშო", - განაცხადა რეხვიაშვილმა.