საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო უცნობია

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

'ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან ერთის ინფიცირების წყარო ლენჯერია, 4-ის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევებთან, 2 შემოტანილია, 3-ის წყარო კი უცნობია და გრძელდება კვლევები წყაროს დადგენის თვალსაზრისით'-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით 3 აგვისტოდან დღემდე კორონავირუსიჯამში 182 პირს დაუდასტურდა. ხოლო გამოჯანმრთელდა 139. მისივე თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევებიდან ჯამში დაახლოებით 10-ის ინფიცირების წყარო უცნობია. მისივე თქმით კოვიდცენტრებში მკურნალობს 246 დადასტურებული შემთხვევა, მათგან კრიტიკულად მძიმეა 5, ხოლო მძიმეა 22, დანარჩენი კი ძირითადად საშუალო სიმძიმისაა.