ეპიდსიტუაცია უარესდება, შემთხვევების კლება უახლოესი 3–4 კვირა არ იქნება – გამყრელიძე
Pirveliradio Ge
ეპიდსიტუაცია უარესდება, შემთხვევების კლება უახლოესი 3–4 კვირა არ იქნება – ამის შესახებ განცხადება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"ეპიდსიტუაცია საქართველოში, ისევე როგორც მთლიანად მთელს მსოფლიოში, უარესდება, რთულდება სიტუაცია და ეს პროგნოზირებადი იყო. ნამდვილი ე.წ. მეორე ტალღაა მთლიანად მსოფლიოში, მათ შორის ევროპაშიც. ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში გვაქვს შემთხვევების ინტენსიური ზრდა.
დაახლოებით, 9 სექტემბრიდან შევედით მეორე ტალღაში. შემთხვევების ზრდა იქნება, შემცირება უახლოესი 3-4 კვირის განმავლობაში ვერ მოხდება. ჩვენ ვცდილობთ, ახალი შემთხვევები ყველა იყოს მართული, ვისაც სჭირდება სტაციონარული მკურნალობა ის იყოს სტაციონარში, დანარჩენები იყვნენ ბინაზე ან კოვიდ სასტუმროებში მკურნალობაზე, იმიტომ, რომ შემთხვევათა 85 -დან 87%-მდე მდე არის უსიმპტომოდ და მსუბუქად მიმდინარე." – აცხადებს გამყრელიძე.