თურქეთში „კოვიდ-19“-ის 15 805 შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 15 805 შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 253 კოვიდინფიცირებული. თურქეთში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების ორი მილიონ 178 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 20 388-ს შეადგენს. ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 21 005-ით გაიზარდა და ჯამში ორი მილიონ 58 ათასს გადააჭარბა.