რა არის აკრომეგალია?

0
ეს გახლავთ დაავადება, რომელიც ვითარდება ჰიპოფიზში ზრდის ჰორმონის (სომატოტროპული ჰორმონი) მოჭარბებული გამომუშავების შედეგად. მიზეზი: ჰიპოფიზის სიმსივნე (ადენომა), ქალას ტრავმა, პოსტ ინფექციური გართულება. დაავადების ნიშნები ნელი ტემპით ვლინდება – რამოდენიმე წლის მანძილზე. მოზრდილებში გამოხატულია ძვლების პათოლოგიური ზრდა, რბილი ქსოვილის გასქელება, შინაგანი ორგანოების ზომაში მატება, ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა სახეობების მუშაობის დარღვევა. ბავშვებში ვითარდება გიგანტიზმი (სიმაღლე 190სმ და მეტი). დაავადებას ახასიათებს თავის ტკივილები, გარეგნულად ანომალიური ცვლილებები – ცხვირის, ყურების, ენის, ქვედა ყბის, ხელის და ფეხის თითების ზრდა, კბილების ცვენა. კანი სქელდება და ცხიმოვნდება. შესაბამისად, შინაგანი ორგანოების სტრუქტურის ცვლილებები იწვევს გულის, ფილტვების, კუჭის დაავადებებს (მიოკარდის დისტროფია, ბრონქიტი, კუჭის წყლული). ასევე ხშირად აღინიშნება სისხლში შაქრის მომატებული დონე.
#news
#opinion
#health
#forhealth
Tbilisi
Senaki
0