დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

0
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულ ბრძანებას ხელი მოაწერა. როგორც ტრამპმა განაცხადა, ეს არის ნაბიჯი „დაიცვას თავისუფალი სიტყვა სერიოზული საფრთხისაგან“. ”სოციალური მედიის მონოპოლების მცირე ნაწილი აკონტროლებს შეერთებული შტატების ყველა საჯარო და კერძო კომუნიკაციის დიდ ნაწილს”, - აღნიშნა მან. როგორც ტრამპმა განაცხადა, სოციალური მედიის კომპანიების უფლებამოსილება უკონტროლოა. „მათ უკონტროლო შესაძლებლობა აქვთ ცენზურის, შეზღუდვის, რედაქტირების, დამალვის კუთხით“, - განაცხადა ტრამპმა.
#ტვიტერი
#ტრამპი #აშშ #სოციალური #ქსელი
#usa
#trump
#twitter
#posts
#socialmedia
#politics
#news
#dailynews
#events
#breakingnews
0