პირველი ომის ხმაური ჩემს მეხსიერებაში

0
ჩემი ოჯახი სოხუმში ე.წ. მაიაკის რაიონში ცხოვრობდა. პატარა ჩიხი იყო და მეზობლები უკვე ნათესავურად იყვენ დაკავშირებულები, ისე დიდხანს ცხოვრობდნენ მეგობრულ გარემოში პირველი ხმაურს ვიხსენებ დაახლოებით 4 წლის ასაკში, ეზოში სამთვალიან ველოსიპედზე ვსეირნობდი და დიდი განგაშის ხმა მომესმა. სადღაც ზღვის მხრიდან ისმოდა, ჩვენ სანაპიროდან 500 მეტროში ვცხოვრობდით. მახსოვს ბუნდოვნად მშობლებმა ჩაალაგეს ჩემოდნები და დიდი კამაზის ტიპის მანქანით გაგვიყვანეს ბაღმარანში, ახლობლებთან დიდ კერძო სახლში დაახლოებით 5 ოჯახი ვიმალებოდით, ძირითადად ქალები, მოხუცები და ბავშვები. მამები სოხუმს იცავდნენ ამ დროს.

გაგრძელება იქნება. დაალაიქეთ თუ იქნება სურვილი გაიგოთ რა მოხდა შემდეგ. #აფხაზეთი #sokhumi #war #news

0