ანქვაბმა აფხაზეთის ტელევიზიის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

Sokhumi Daily

აფხაზეთის ე.წ პრემიერ მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა ხელი მოაწერა ბრძანებას ირინა აგრბას "აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის კომპანიის გენერალური დირექტორის" დანიშვნის შესახებ. ირინა აგრბა დაიბადა 1962 წელს ტყვარჩელში, 1978 წელს დაამთავრა გუფის საშუალო სკოლა. 1992 წლიდან 1993 წლამდე იყო ახალი ამბების რედაქტორი და რუსული რედაქციის წამყვანი აფხაზეთის სახელმწიფო რადიოში. 2003-2004 წლებში ხელმძღვანელობდა სოხუმის საქალაქო ორგანიზაციას სოციალურპოლიტიკურ მოძრაობა "აიტაირს". 2007 წლიდან 2012 წლამდე - დეპუტატი იყო და ასევე ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი - აფხაზეთის ე.წ პარლამენტში. 2005-2014 წლებში იყო სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობის კომპანიის ტელეწამყვანი. აფხაზური ტელე და რადიო კომპანია დაარსდა 1978 წლის 6 ნოემბერს, თუმცა ომის შემდგომ სრულიად შეიცვალა სარედაქციო პოლიტიკა. როგორც სანდო წყარო იუწყება, ტელევიზიაში ყოველდღიურად მიდის ანტიქართული, რუსული ნარატივით გაჯერებული პროპაგანდა, რომელიც საზოგადოებაში არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს ჩვენი ტერიტორიის მოქალაქეებს. #აფხაზეთი #სოხუმი #მედია #პოლიტიკა #რუსეთი #sokhumidaily