კომიქსები, თავდაპირველად გამოიყენებოდა კარიკატურების ილუსტრაციისთვის და გასართობად, თუმცა, თანდათანობით დაიხვეწა მისი სტილი, საბოლოოდ კი ლიტერატურული ფორმა მიიღო, სხვადასხვა ქვეჟანრით.
თავდაპირველად კომიქსს განსხვავებული სახელებით მოიხსენიებდნენ, როგორებიცაა: ”comic”, “comic strip” ან “the funnies”, თუმცა, მალე მათ მხოლოდ ერთი სახელით იცნობდნენ - “comic” ანუ კომიქსები.
XX საუკუნის დასაწყისში კომიქსები მთელ მსოფლიოს მოედო. კომიქსები იბეჭდებოდა მთელ მსოფლიოში, ამერიკიდან იაპონიამდე. იაპონური კომიქსები, ასევე ცნობილია, როგორც მანგა, ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. როგორც წესი მანგა შავთეთრია, თუმცა არსებობს ფერადი კომიქსებიც. ალბათ გასაკვირია, მაგრამ მანგას კომიქსის პერსონაჟები, სრულებითაც არ გვანან იაპონელებს.
კომიქსების მწარმოებელი ორი წამყვანი კომპანიაა — Marvel Comics და DC Comics, რომლებიც ერთმანეთს სერიოზულ კონკურენციას უწევენ. 2016 წლის მონაცემებით, DC Comics და მისი მთავარი მეტოქე Marvel, ამერიკული კომიქსების ბაზრის 70%-ს ფლობდნენ.
World
Art
Comics
Photo
News