0
?Feedc?- ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი აპლიკაცია მსოფლიო ბაზარზე 2019 წლის 30 მარტს გამოჩნდა, მის შექმნაზე კი ნიკოლოზ კვარაცხელია 2 წელია მუშაობს. მან პროდუქტის პირველი ვერსია თავის უნივერსიტეტში, საფრანგეთში (SKEMA) გააკეთა. ტესტირების შემდეგ, მან დააფუძნა კომპანია და შექმნა გუნდი გიორგი კვარაცხელიასა და ალექსანდრე სიჭინავასთან ერთად. ამ დროისათვის, ნიკოლოზი ისევ საფრანგეთში სწავლობს, Feedc-ზე მუშაობის პერიოდში კი გიორგი იტალიაში (Bocconi) სწავლობდა, ხოლო ალექსანდრე თავისუფალ უნივერსიტეტში. ამ მომენტში Feedc ხელმისაწვდომია ნებისმიერ სმარტფონზე. პროდუქტი მუშაობს ანდროიდზეც და iOS-ზეც. თუმცა, გიორგი კვარაცხელიას თქმით, მალე Feedc-ს ვებვერსიასაც უნდა ველოდოთ.
0