სუპერმარკეტ , , მაგნიტის" თანამშრომლებმა ქუთაისში საპროტესტო აქცია გამართეს.
წუხელ გვიან ღამით ისინი სავაჭრო ქსელის ერთ-ერთ ობიექტთან შეიკრიბნენ და კუთვნილი ანაზღაურება მოითხოვეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სუპერმარკეტის ადმინისტრაციამ 30-მდე კაცი სამსახურიდან შეთითხნილი ბრალდებით გაათავისუფლა და ხელფასი არ მისცა. შეკრებილებს სიტყვიერი დაპირისირება მოუვიდათ ობიექტის დაცვის თანამშრომლებთან.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#სიახლეები
#მაგნიტი
#არეულობა
#kutaisidaily
topnews