ატლანტიდა-მითი თუ რეალობა

ByGi GaGeorgia
0
ლეგენდის თანახმად ატლანტიდა კუნძულ არქიპელაგი იყო რომელიც ზღვის ფსკერზე დაეშვა მიწისძვრის ან რაიმე სხვა კატასტროფის შედეგად (შესაძლოა ცუნამი ან ვულკანური ამოფრქვევა ერთად) ლეგენდის თანახმად ქვეყნის მოსახლეობას ატლანტიდელები წარმოადგენდნენ, ისინი ეთნიკურად ჰგავდნენ ჩრდილო ევროპელებს ქერა ცისფერი მწვანე ღია თვალებით და ღია თეთრი კანით. ჰქონდათ დამწერლობა რომელიც იეროგლიფებს წარმოადგენდა. ატლანტიდის არსებობის პირველი და უკანასკნელი ისტორიული წყარო გვხვდება პლატონის ტიმეუსთან და კლიტეუსთან დიალოგებში. ერთადერთი უძველესი დასახლება და ცივილიზაცია შუმერებამდე ატლანტიდა არის. როგორც პლატონი წერდა ატლანტიდა მდებარეობდა დღევანდელ "ატლანტის" ოკეანეში ჰერკულესის სვეტებზე გიბლარტარის სრუტის მიღმა. მთავარი კუნძულის ზომა 540-560 კმ ზე იყო გადაჭიმული. მის მახლობლად იყო მაღალი მთა რომელსაც ჩამქვრალ ვულკანად მოიაზრებდნენ. მაგრამ რატომ იყო ასეთი ძლიერი და განვითარებული ცივილიზაცია მხოლოდ ამ კუნძულზე იმ დროს? ატლანტები გამოირჩეოდნენ დიდი ფიზიკური მონაცემებით. მათ შეეძლოთ უზარმაზარი ქვების უბრალოდ აწევა მაშინ როცა ჩვეულებრივი ადამიანები მას ვერც კი ძრავდნენ. ასევე არის თეორია რომ მათ ჰქონდათ კრისტალური ქვები, ენერგიით მდიდარი ქანები რომლის წყალობით გააჩნდათ ენერგია ეს ქანები იყო ენერგიის წყარო და მოთავსებული იყო მათი პირამიდების (ატლანტიდის ცივილიზაცია ცნობილია პირამიდების შენებით) თავში (ცენტრში) და აქედან აწვდიდა მთელ კუნძულებს ენერგიას. კრისტალი ენერგია მზისგან, ვარსკვლავებისგან და მიწის სიღრმისგან იღებდა. კრისტალი თუ Xლიერად ანათებდა ე.ი მასში დიდი ენერგია იყო დაგროვებული. პლატონის გადმოცემით კრისტალში დაგროვებულ ენერგიას იმხელა ძალა ქონდა რომ თავისუფლად შეეძლო გაენადგურებინა არამარტო კუნძული არამედ ყველაფერი მის ირგვლივ. ატლანტიდა მაშინდელ სამყაროში ხელსაყრელი გეო პოლიტიკური მდებარეობით გამოირჩეოდა როგორც სავაჭრო ისე სამხედრო კუთხით. რამაც განაპირობა მისი ცივილიზაციის აღზევება და დაცემა. პლატონის აღწერით ეს იყო დიდი ქალაქი სახელმწიფო დიდი პორტებით სადაც დიდი სავაჭრო გემები შედიოდნენ, პლატონის აღწერის მიხედვით დგინდება რომ ატლანტიდა უცებ განადგურდა ერთ ან სულაც ორ დღე ღამეში. ერთი ვერსიით იგი მსოფლიო წარღვნის შედეგად განადგურდა თუმცა არის მეორე ვერსია რომ იგი გაცილებით გვიან აღიგავა დედამიწის პირიდან. სავარაუდოდ ატლანტიდის სიდიდიდან გამომდინარე მისი მოსახლეობა 2-3 მილიონი უნდა ყოფილიყო რაც იმხანად ძალიან დიდი რიცხვი იყო და დღევანდელი ჩინეთის თუ ინდოეთის დარი იყო პოპულაციით. ამ რაოდენობისთვის რომ მიეღწია მინიმუმ 2000 წელი იყო საჭირო. არის ვერსია რომ ატლანტიდური ცივილიზაციის დაღმასვლა და განადგურება ომებმა გამოიწვია რომელიც აღმოსავლეთით სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმდინარეობდა ხანგრძლივად. ასევე პლატონი წერს რომ ატლანტიდელები მორალურად დეგრადირდნენ და გაირყვნენ, იყო ძალადობა, ომები, ჰომოსექსუალური კავშირები, ინცესტი და სხვა სიბილწეები რამაც იმდროინდელი ღმერთები განარისხა და სასჯელად მათ წყალდიდობა (ბიბლიური წარღვნა) მოუვლინა. თუმცა სანამ განადგურდებოდა და გაირყვნებოდა, ატლანტიდამ უზარმაზარი კვალი დატოვა მაშინდელ სამყაროში. ცნობილია რომ მათ გააჩნდათ უმაღლესი ტექნოლოგიები რაც დღეს გაგვაჩნია, გემები საბრძოლო იარაღები თუ საფრენი აპარატები (თვითმფრინავი) იმდროინდელ ატლანტიდელ ადამიანებს ჰქონდათ ფიზიკური რესურსი აეშენებინათ პირამიდები. საინტერესოა რომ ძველ ეგვიპტურ იეროგლიფებში აღწერილია სწორედ სხვა ცივილიზაციებთან კავშირები და მაღალ ტექნოლოგიური საგნები, ტანკები, მანქანები და თვითმფრინავები, ასევე თუ გავითვალოსწინებთ ატლანტების ძალას და ფიზიკურ მონაცემებს ადვილი მისახვედრია რომ მათ მოახდინეს პირამიდების მშენებლობა და მისცეს ეგვიპტელებს საშუალება ის საკუთარი სურვილისამებრ გამოეყენებინათ. ასევე იგივე ხელწერა გვხვდება მაიასა და აცტეკთა ცივილიზაციებში სადაც გადმოცემულია წყლიდან მოსული უცხო თეთრი ხალხის შესახებ რომლებმაც ააშენეს პირამიდები აცტეკებთან და სხვა ინდიელებთან ერთად და მას ადგილობრივები ღმერთებად მოიაზრებდნენ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს თაყვანისცემა ატლანტებისათვის და პირამიდებს ღმერთების თაყვანისცემის ფუნქცია მიანიჭეს. იეროგლიფების ანბანური სისტემა რომელიც ატლანტებმა დაუტოვეს როგორც ეგვიპტელებს ისე ინდიელებს თავადაც გააჩნდათ და სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი პირველ ანბანს. ასევე საგულისხმოა რომ პირამიდები და იეროგლიფები დაემთხვა ჩინეთში აღმოჩენილ პირამიდებს. ჩინეთში ასევე აღმოაჩინეს პირამიდის ცენტრში ჩამქვრალი კრისტალი. ასე რომ შესაძლოა მათ ემოგზაურათ მთელ პლანეტაზე და დაეტოვებინათ საკუთარი კვალი იმდროინდელ სამყაროში. მაგრამ შემდგომში აღმშენებლობის და მოგზაურობის ნაცვლად დაიწყეს ომები და გაირყვნენ საზოგადოება დაეცა და მოხდა მათი ცივილიზაციის განადგურება ერთ დღე ღამეში. 2011 წელს კუბის სანაპიროსთან რამდენიმე კილომეტრში აღმოაჩინეს ჩაძირული არქიტექტურული ნარჩენები, პირამიდები სარწყავი არხები, სწორკუთხოვანი სახლები, ტაძრები და სხვა ის დეტალები რაც საცხოვრებელ ადგილს, ქალაქს შეიძლებოდა ჰქონოდა. მისი ასაკი 6000 წლით დაათარიღეს და ქალაქის ჩაძირვის მიზეზად მიწისძვრა და ვულკანური ამოფრქვევა ასევე ცუნამი დასახელდა. ალბათ ფიქრობთ რომ ეს სამი კატასტროფა როგორ დაემთხვა ერთმანეთს ერთ დღეში, სინამდვილეში ერთმანეთთან არის მჭიდრო კავშირში, მიწისძვრას მოჰყვება ხოლმე ცუნამი და ამავე დროს შეიძლება მიძინებული ვულკანმაც გაიღვიძოს გააჩნია მიწისძვრის სიმძლავრეს, ის შეიძლება ოკეანის სიღრმეში დაწყებულიყო რასაც ცუნამი მოჰყვა პარალელურად გაიღვიძა ვულკანმა და ერთდროულად ვულკანის გაზმა, ფერფლმა გაგუდა ხალხი, ამავე დროს მიწისძვრამ ჩაძირა კუნძული და წყალმა დაფარა ყველაფერი. კუბის მსგავსად ასეთი დასახლება აღმოაჩინეს შავ ზღაშიც, თუმცა გაურკვეველია როგორ მოხვდა გეოგრაფიულად ასეთ დაშორებაზე ზღვის ქვეშ ამხელა ცივილიზაცია, არის ვარაუდი რომ ხმელთაშუა ზღვა სწორედ ამ კატასტროფის შედეგად წარმოიშვა, მას კი მოჰყვა შავი ზღვის წარმოქმნა. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად ატლანტიდა კი არ ჩაიძირა არამედ გაიყინა, და მისი ცივილიზაცია უბრალოდ განადგურდა ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ ატლანტიდოლოგები რაც გლობალურმა დათბობამ ანტარქტიდა გაალღო და უამრავი ისეთი რამ აღმოაჩინა რასაც არავის იფიქრებდა მათ შორის ცნობილი ანტარქტიდის პირამიდა. ასე რომ თეორიულადაც და რეალურადაც დღემდე გამოცანად რჩება არსებობდა თუ არა ეს ცივილზაცია, რა მოუვიდა და სად არის ახლა. შესაძლოა იგი სადმე წყლის ქვეშ ელოდებოდეს თავის აღმოჩენას ან სულაც უკვე ნაპოვნი იყოს...
ByGi GaGeorgia
0