ბოლო პაემანი ალში გახვეულ სოხუმთან

0
ბაღმარამიდან ღამღამობით ისროდა ქვემეხების ხმა, ჩვენები ისროდნენ. რათქმაუნდა, მე 4 წლის ბავშვს ემოციურ ფონზე ჩამრჩა ის ხმები. ბაღმარასინად მაჭარკაში გავათენეთ ერთი ღამე და 27 სექტემბერს მე ოჯახთან ერთად დილას მივადექით ზღვის სანაპიროს, სადაც იდგა უკრაინული გემი. მახსოვს ჩოჩქოლი, ხმაური და ხალხი ხან ემალებიდა სანაპიროზე თვიმფრინავების გამოჩენას, ხან გამორბოდა უკრაინული სამხედრო უზარმაზარი გემი მოადგა სანაპიროს, გააღო შესასვლელი, კარში გამოჩნდენ ბტრ ები და სამხედროები. ადიოდნენ მხოლოდ ქალები და ბავშვები, მამები რჩებოდნენ ქალაქში სოხუმის დასაცავად. ეს არ იყო პორტს მომდგარი გემი, ოდნავ ქალაქს მოშორებით გაჩერდა. სანაპიროს ქვებიდან რკინის პლატფორმა ენასავით გადმოყო გემმა, და ჩვენც ჩემოდნებით ხელში ავდიოდით. დედაჩემს ხელში სულ პატარა ჩემი და ეკავა ხელში. რომ ავედით, კარი დაიკეტა, მოვხვდით რკინის უზარმაზარ რკინის უზარმაზარ დახშულ სივრცეში, სკამებად იატაკიდან ამოწეული მეტალის პლასტინები იყო, მახსოვს ავედით გემბანზე და ვუყურებდი როგორ ვშორდებოდი ცეცხლის და კვამლის ალში გახვეულ სოხუმს, იწვოდა და გვემშვუდობებოდა განუსაზღვრელი დროით.
#პოლიტიკა
#ომი
#სოხუმი
#აფხაზეთისაქართველოა
0