1959 წელს ისაო ტაკაჰატამ უნივერსიტეტი დაამთავრა და სტუდია Toei Doga Animation Company-ში დაიწყო მუშაობა, სადაც მან ცნობილი იაპონელი ანიმატორი ჰაიაო მიაძაკი გაიცნო, 1985 წელს კი მათ , , Studio Ghibli“ დააარსეს, რომელიც ტოკიოში მდებარეობს.
სახელწოდების შთაგონებად, მეორე მსოფლიო ომში გამოყენებული იტალიური თვითმფრინავი, სახელად - გიბლი იქცა. თავად სიტყვა ლიბიურ-არაბული წარმოშობისაა, რაც , , საჰარის ცხელ ქარს’’ ნიშნავს. სახელწოდების იდეა მდგომარეობდა, იმაში რომ , , Studio Ghibli“ ანიმე ინდუსტრიის ახალი ქარი უნდა გამხდარიყო.
უმეტესად ანიმეს მანგას სიუჟეტი უდევს საფუძვლად. მანგა იაპონური კულტურის უძველესი ხელოვნების დარგია, ქართულად უცნაურ ნახატებს ნიშნავს, დახლოოებით იგივეა, რაც ამერიკული კომიქსები. ანიმეს უმეტესობას სწორედ მანგას მიხედვით იღებენ, სწორედ მან განსაზღვრა ანიმეს ცნობილი ჟანრები. ანიმე-სერიალების უმეტესობა გარკვეული იდეოლოგიისა და განწყობის მატარებელია.
იმისთვის, რომ ხარისხიანი ანიმე შეიქმნას, ფილმზე დაახლოებით 50 კაცისგან შემდგარი გუნდი მუშაობს. მიაძაკიმ გარისკა და ამ რაოდენობის ანიმატორებით ერთდროულად ორ ფილმზე დაიწყო მუშაობა: , , ჩემი მეზობელი ტოტორო“ და , , ციცინათელების სამარხი“. ორივე მათგანი 1988 წელს იქნა გამოშვებული და დღემდე Ghibli-ს საუკეთესო ფილმების ჩამონათვალში არიან.
სტუდიოს ემბლემა სწორედ , , ჩემი მეზობელი ტოტოროს“ პერსონაჟის, ტოტოროს გრაფიკული გამოსახულებაა.
Studio Ghibli-ს ყველაზე დიდ მიღწევად 2001 წელს გამოსული , , Spirited Away” (სულებით გატაცებული) მიიჩნევა. სწორედ ამ ფილმმა შეძლო სტუდიისთვის უამრავი საერთაშორისო პრიზის, მათ შორის ოსკარის მოპოვება.
2014 წელს მიაძაკი სამსახურიდან წავიდა, რის გამოც სტუდიომ დროებით შეაჩერა მუშაობა, თუმცა ცნობილი ანიმატორი 2017 წელს სამსახურს ისევ დაუბრუნდა. სცენარისტი და რეჟისორი ისაო ტაკაჰატა 2018 წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
World
Anime
Art
Studioghibli