5 საუკეთესო sci-fi ჟანრის ანიმე

0
sci-fi ჟანრის მოყვარულები ძირითადად საკმაოდ წუნია ხალხია. მათთვის მნიშვნელოვანია რომ ანიმე იქნება თუ ფილმი, სიუჟეტში თითოეული დეტალი გათვალისწინებული იყოს და შეცდომები არ იყოს დაშვებული, ასევე ისიც რომ ისეთ კითხვებს არ ტოვებდეს, რასაც მსჯელობით ვერ გასცემ პასუხს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დღეს წარმოგიდგინოთ 5 საუკეთესო sci-fi ჟანრის ანიმე რომლებსაც ფაქტობრივად შეცდომას ვერ უპოვით და ამავდროულად საკმაოდ საინტერესოცაა:

5.steins;gate:

steins gate საკმაოდ ცნობილი ანიმეა, თუმცა მისი ამ სიაში არ ყოფნა არ შეიძლებოდა. ანიმე დროში მოგზაურობას ეხება, მთავარი პერსონაჟი ოკაბე ცდილობს დროის მანქანა შექმნას, თუმცა მისგან დამოუკიდებლად, შემთხვევით, დროში მოგზაურობის მანქანად ტოსტერი იქცევა, ყველაფერი კარგად მიდის თუმცა ნელ-ნელა სიუჟეტი იხლართება და ყველაფერი უფრო და უფრო მძიმე და საინტერესო ხდება, მომავალი კარგს არაფერს იუწყება, ქვეყნები ერთ კონკრეტულ ორგანიზაციას ყავს დაპყრობილი და თითოეულ დეტალს აკონტროლებს....

4.ghost in the shell:stand alone complex:

ეს ანიმეც საკმაოდ პოპულარულია....თუმცა არასაკმარისად დაფასებული საქართველოში მე ვიტყოდი. ამ ანიმეს მთავარი პერსონაჟი მოტოკო კუსანაგია. სიუჟეტი არც ისე შორეულ მომავალში ვითარდება, როდესაც ადამიანებმა შეძლეს და უკვე მთლიანი სხეულის შეცვლა შეუძლიათ ტექნოლოგიების დახმარებით და საკუთარი თავების კიბერ ადამიანებად გარდაქმნა. მსგავსი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, კრიმინალებსაც უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცათ და შესაბამისად კრიმინალური მოქმედებებიც უფრო საშიში გახდა. სწორედ ამისთვის არსებობს სექცია 9, რომლის ლიდერებიც მოტოკო კუსანაგი და დაისკე არამაკი არიან. ისინი ყოველთვის მარტივად აგვარებენ ყველაფერს, თუმცა ერთ დღეს ვიღაც სახელად "მოცინარი კაცი" გამოჩნდება და ყველაფერი უფრო იხლართება.

3.ergo proxy:

ათასი წლის წინ, გლობალურმა ეკოლოგიურმა კატასტროფამ თითქმის მთელი მსოფლიო გაანადგურა. ახლა მხოლოდ ერთი ქალაქი, სახელად რომდოა დარჩენილი, სადაც უკანასკნელი ადამიანები ცხოვრობენ. რაღა თქმა უნდა ადამიანები ცდილობენ ყველაფრის აღდგენას თუმცა ეს ყველაფერი ასეთი მარტივი არ არის. ადამიანთა რასა დეპრესიაში იხრჩობა, ამავდროულად იმისთვის რომ ადამიანებს ცხოვრება უფრო გაუმარტივდეთ, ქალაქის ლიდერმა მეცნიერების დახმარებით ავტორეივები შექმნა, კიბერ რობოტები რომლებიც იმისთვის არსებობენ რომ ადამიანებს ყოველდღიური ცხოვრება უფრო გაუმარტივდეთ. თუმცა ამ რობოტებს ნელ-ნელა "კოგიტო ვირუსი" ემართებათ, რაც საშუალებას აძლევთ მათ საკუთარი "მე" აღიქვან, ანუ იაზროვონ როგორც ინდივიდებმა. ამასთან დაკავშირებით გამოძიებას, ლიდერის (რომელიც ამავდროულად მისი ბაბუაცაა) ბრძანებით, ახალგაზრდა გოგო სახელად რე მეიერი აწარმოებს.

2.texhnolyze:

სიუჟეტი მიწის ქვეშა ქალაქში, სახელად city of lux ში ვითარდება, თუმცა ქალაქი დანგრევის პირას არის მისული. მოსახლეობა ქალაქს ისე ექცევა, თითქოს მას საკუთარი სული და გონება გააჩნდეს. ამ ყველაფერთან ერთად, ქალაქის მმართველობისთვის სამი ორგანიზაცია იბრძვის. მთავარი პერსონაჟი, სახელად იჩისე, უსახლკარო ბავშვი იყო, რომელმაც ფულის შოვნა ქუჩის ჩხუბებით დაიწყო. ერთ დღეს რაღაც მოხდება და მას დაჯგუფების წევრები ხელს და ფეხს მოაჭრიან, თითქმის სიკვდილამდე მისულს, ექიმი სახელად ერიკო იპოვის და გადაწყვეტს ის თავის საცდელ ვირთხად აქციოს და ტეხნოლაიზის ახალი ვერსია მასზე გამოცადოს. ტეხნოლაიზი კიბერ პროთეზია, რომელსაც შეუძლია ადამიანის ნერვებს პირდაპირ დაუკავშირდეს.

1.serial experiments lain:

ამ ანიმეს სულ რაღაც 13 ეპიზოდი აქვს, თუმცა მასზე ჩახლართულს და ამავდროულად საშინლად საინტერესოს ვერაფერს ნახავთ....ამ ანიმეს იდეებს წლების განმავლობაში კულტიც კი ყავდა და დღემდე არ წყდება მისი აქტიურობა ფილოსოფიითა და მეცნიერებით დაინტერესებულ ადამიანებს შორის. სიუჟეტი 14 წლის ჩაკეტილ გოგოს, სახელად ლეინს მიყვება, რომლის გარშემოც ყოველთვის ყველა კომპიუტერებზე და სოციალურ ქსელებზე (wired) ლაპარაკობს, მამამისიც კი პროგრამისტი და აიტი ტექნოლოგია. თუმცა მას თავად არანაირი ინტერესი არ გააჩნია. თუმცა მისი სკოლელის, ჩისა იომოდას სიკვდილის შემდეგ, მის თანაკლასელებს უცნაური მეილები მისდით ჩისასგან, ამიტომ ლეინიც გადაწყვეტს შეამოწმოს თავისი მეილი, სადაც წერილი მართლაც დახვდება. ამ წერილის შემდეგ ლეინი ინტერესს იჩენს wired ის და ზოგადად კომპიუტერების მიმართებაში და ნელ-ნელა ხვდება რომ რეალურ სამყაროსა და wired ის სამყაროს შორის ფაქტობრივად კედელი არც არსებობს. ადამიანებს საკუთარი თავის ატვირთვა შეუძლიათ wired ში, თუმცა არა ბოლომდე, ამავდროულად ვაირედიდან შესაძლებელია რეალურ სამყაროზე ზემოქმედება და ყველაფერი უფრო და უფრო იხლართება რაც უფრო დიდ ინტერესს იჩენს ლეინი ამ ყველაფერთან მიმართებაში.
0