, , ილუზია ეწოდება მცდარ აღქმას, რომელიც არ შეესატყვისება ინტელექტუალურ კრიტერიუმზე დაფუძნებულ ცოდნას აღქმული მოვლენის შესახებ"
მეცნიერები, ილუზიის გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე, მის რამდენიმე სახეს გამოყოფენ: ფიზიკურს, ფსიქოლოგიურს და ფიზიოლოგიურს.
ფიზიკური ილუზია ისეთი ილუზიაა, რომელსაც მთლიანად საგნის მოცემული ფიზიკური პირობები იწვევს. ამის მაგალითია, წყლით სავსე ჭიქაში ჩადებული კოვზი, რომელსაც როგორც გადატეხილს ისე აღვიქვავთ. კიდევ ერთი მაგალითი შეიძლება იყოს ცისარტყელა, რაც ასევე ფიზიკური მოვლენის (სითხეში სხივის გარდატეხის) შედეგია.
ფსიქოლოგიური ილუზია ფსიქოლოგიურო ფაქტორებითაა განპირობებული, რომლებშიც შედის ძლიერი აფექტი, ძლიერი სურვილი, მოლოდინი, მტკიცე რწმენა, აქტუალური განწყობა, მცდარი მსჯელობა და სხვა. ასეთი ილუზიის მაგალითს წარმოადგენს შემდეგი ფაქტი: ტყეში შებინდებისას ბუჩქი ან გადაჭრილი ხე აღიქმება როგორც მგელი ან ძაღლი, ორი არატოლი საგნის მრავალჯერადად შედარების შემდეგ, საგნები შესაძლოა ტოლად მოგვეჩვენოს და სხვა.
ფიზიოლოგიური ილუზია მთლიანად გამოწვეულია ფიზიოლოგიურო მოვლენებით, ასეთი გახლავთ, მაგალითად, ოპტიკური ილუზია, რომეელსაც განსაკუთრებით ოსტატურად იყენებდა სალვადორ დალი. ოპტიკურ ილუზიას ადამიანის მხედველობის სისტემა შეცდომაში შეჰყავს, იმის წარმოსახვით რაც არ არსებობს, ან არსებულის არასწორი წარმოსახვით.
World
News
ilusion