ცოტა რამ პოკერზე

0
პოკერში მოგების მიზეზი არის არამედ ის, თუ რამდენად კარგად ითამაშებ, არამედ, ის რომ გქონდეს უნარი, მოწინააღმდეგე შეცდომაში შეიყვანო. წარმოშობით ევროპული თამაში, უკვე 500 წელზე მეტია რაც არსებობს. თამაშის სახელწოდება გერმანული სიტყვიდან , , pochen” მოდის, რაც ითარგმნება, როგორც , , კაკუნი.“ იცოდით ? 52 კარტიანი, სტანდარტული კარტის დასტიდან შესაძლებელია, რომ პოკერის 2, 598, 960 კომბინაცია შეგროვდეს. 1994 წელს ამერიკელმა ალექს ჰემსტრიმ ლას-ვეგასის ერთ-ერთ კაზინოში, ზედიზედ ორჯერ შეაგროვა როიალ ფლეში. იმის ალბათობა, რომ როიალ ფლეშს ზედიზედ ორჯერ შეაგროვებ, ტოლია იმის ალბათობისა, რომ მაიმუნს დასვამ როიალთან და ის ამონარიდს მთვარის სონატადან 3 წუთის განმავლობაში უშეცდომოდ დაუკრავს. აღსანიშნავია ისიც, რომ სტანდარტულად კაზინოში კარტის დასტა ყოველ 15 წუთში ერთხელ, თამაშის შეუჩერებლად იცვლება. ამერიკაში ის დღესაც ყველაზე პოპულარული თამაშია. ამერიკის 37-ე პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა სწორედ პოკერის დახმარებით შეაგროვა საჭირო თანხა წინასაარჩევნო კამპანიისთვის. WSOP (World Series of Poker) - მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული, პრესტიჟული და მნიშვნელოვანი ტურნირია. ის ყოველ წელს ლას-ვეგასში ტარდება. ტურნირი ერთ თვეზე მეტხანს გრძელდება და 50-ზე მეტი პატარა ტურნირისგან შედგება. ტურნირის გამარჯვებული ჯილდოვდება პოკერის სამაჯურით.
World
Game
gambling
gaming
photo
poker
0