ბელარუსში 32 “ვაგნერის” მებრძოლი დააკავეს
Middleeast Report
ბელარუსმა სამართალდამცავებმა უცხოური კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ (ЧВК Вагнера) 32 წევრი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია “ბელტა” ავრცელებს.
სამართალდამცველი ორგანოების განცხადებით, მათ მიიღეს ინფორმაცია ქვეყნის ტერიტორიაზე 200-ზე მეტი მებრძოლის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით შესვლის შესახებ.
შეგახსენებთ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 9 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი.
#ახალიამბები
#პოლიტიკა
#ბელარუსი
#ვაგნერი
#ევროპა
#belarus
#wagner
#mercenaries
#europe
#elections
#news
#politics