პოლონეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმეტესობა მაღაროს უკავშირდება

Tbilisi Daily

პოლონეთში კორონავირუსის 1 151 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახლია შემთხვევების ორი მესამედი ზემო სილეზას რეგიონში მდებარე ერთ-ერთ მაღაროს უკავშირდება. ბოლო მონაცემებთ, პოლონეთში ეპიდემიის გავრცელების დღიდან კორონავირუსით 26 561 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 1 157 - გარდაიცვალა. ქვეყანის ხელისუფლებამ მკაცრი საკარანტინო ზომები მარტის დასაწყისიდან შემოიღო და სპეციალისტები დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ქვეყანაში დაფიქსირებულ სიკვდილიანობის დაბალ მაჩვენებელს სწორედ ამ ნაბიჯს უკავშირებენ.