რუხში მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრი, „ჩემი მორდუ“ შენდება, რომელსაც საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ დააფინანსებს.
ცენტრის ფუნქციონირება 6 თვეში დაიწყება. რუხის მოხუცთა თავშესაფარი იქნება ადგილი, სადაც , მოხუცები მიიღებენ მულტიპროფილურ სერვისს, რაც გულისხმობს დღის ცენტრის მომსახურებას, შინმოვლის სერვისსა და სათემო 24-საათიანი მომსახურება-თავშესაფარს.
რუხში განხორციელდება ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია.
დაახლოებით 6 თვეში მოეწყობა პირველი სართული, ხოლო მას შემდეგ რაც ამბულატორიისთვის ახალი შენობა აშენდება რუხის ცენტრში, მოხდება შენობის სრული აღჭურვა.
ცენტრში 100 ბენეფიციარის მომსახურეობა იქნება შესაძლებელი. შერჩევა სპეციალურად შემუშავებული საჭიროებათა კითხვარის საფუძველზე მოხდება. დასაქმდება დაახლოებით 25 ადამიანი, რომლებსაც კონკურსის საფუძველზე შეარჩევენ.
ამ ცენტრით სარგებლობას აფაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებიც შეძლებენ.
#ზუგდიდი #რუხი #მოხუცთათავშესაფარი #ბავშვთზრუნვისცენტრი #აფხაზეთი #zugdididaily