პოლიციაში ტვ პირველის მფლობელის მამა გამოკითხეს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ტვ პირველის დამფუძნებლის მამა საგამოძიებო უწყებაში გამოკითხეს. გავრცელებული ინფორმაციით, ავთანდილ წერეთელს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ორმა პირმა გზა გადაუღობა და დაემუქრა. მისი თქმით მოთხოვნა ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იყო. ტელეკომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ ეს მუქარის პირველიფაქტი არ არის.