ჰოულის მოსიარულე კოშკი

0
IMDB: 8.2 ბოროტმა ჯადოქარმა 18 წლის სოფი მოხუცებული ქალის სხეულში გამოამწყვდია. სოფი გადაწყვეტს მოძებნოს ადამიანი, რომელიც მას გარეგნობის დაბრუნებაში დაეხმარება, ამ დროს კი ის გაიცნობს ჯადოქარ ჰოულის და მის დემონს - კალციფერს, რომლებიც მოსიარულე კოშკში ცხოვრობენ . გიბლის ეს შესანიშნავი ანიმე ფილმი ეკრანებზე 2004 წელს გამოჩნდა. იაპონიაში, მისი პრემიერიდან ზუსტად ორ დღეში ფილმმა 1, 48 ბილიონი მოგება ნახა, რაც იმას ნიშნავს, რომ იაპონურ კინოში მან აბსოლუტური რეკორდი მოხსნა. თავიდან, ანიმეზე მუშაობა მამორუ ჰოსოდამ დაიწყო, თუმცა მან მალევე დატოვა სტუდიო გიბლი, ამიტომ ფილმის დასრულება ჰაიაო მიაძაკის ხვდა წილად. ფილმი ორივე რეჟისორის ნამუშევრად შეიძლება ჩაითვალოს. ჰაიაო მიაძაკი დიდხანს ფიქრობდა, როგორ აემოძრავებინა ჰოულის მოსიარულე კოშკი, საბოლოოდ კი უზარმაზარი სასახლე ქათმის ფეხებზე შედგა. იაპონურ ვერსიაში 18 და 90 წლის სოფის ერთ-ერთი ცნობილი გამხმოვანებელი ქალი - ჩიეიკო ბაიშო ახმოვანებს. ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, მიაძაკი მტკიცედ იცავდა თავის მოსაზრებას. მისი აზრით ასაკთან ერთად მხოლოდ ვიზუალი იცვლება და არა ფიქრები, ამ ფიქრების ზუსტად გადმოცემა კი მხოლოდ ერთ ხმაზე მეტყველ ადამიანს შეუძლია. ჰოულის მოსიარულე კოშკი - დიანა უინ ჯოუნსის იგივე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 1986 წელს გამოიცა. თუმცა, წიგნსა და ანიმეს ომის თემა განასხვავებს. მიაძაკი ომის წინააღმდეგია, საკუთარ დამოკიდებულებას კი თითქმის ყველა ფილმში მკაფიოდ აფიქსირებს.
movie
anime
art
photo
news
studioghibli
0