წყევლა-სიტყვის ძალა და ისტორიული წყევლის ფაქტები

ByGi GaGeorgia
0
წყევლა ესაა ბოროტი ზრახვებით გაჯერებული სიტყვების კრებული რომელიც სიტყვის ფაქტად ქცევის მექანიზმს. სიტყვას უზარმაზარი ენერგეტიკული და ეზოთერიკული ძალა გააჩნია. ის რასაც ჩვენ ბედისწერას ვუწოდებთ სწორედ ჩვენი სიტყვების და ფიქრების შედეგად ყალიბდება. წყევლა მხოლოდ ცალსახად ბოროტების, ავის მოქმედების განმსაზღვრელია. მისი საპირისპიროა ლოცვა. წყევლის დროს ადამიანი დემონს და ეშმაკს მიმართავს, მისი სული კი სამუდამოდ იწყევლება. ახლა კი ავღწერ წყევლის სახეებს. სასოწარკვეთილი წყევლა: ესაა წყევლის ყველაზე ძლიერი ფორმა როცა მომაკვდავი ადამიანი რომელსაც სხვა აღარაფერი დარჩენია მთელ ძალას და თავის ენერგიას წყევლაში დებს. ამ დროს ძალიან დიდია იმის შანსი რომ ეს წყევლა ახდეს. ეს დამოკიდებულია მაწყევრის სურვილზე რამდენად ძლიერად სურს დამაწყევრის განადგურება ან რაიმე ბოროტის ავის ჩადენა. არსებობს მსუბუქი წყევლებიც რაც არ ხდება მას ყოველდღიურობაშიც იყენებენ მაგრამ მხოლოდ მაწყევრის აურას აბინძურებს. ახლა კი მოკლედ ავღწერ ისტორიულ მაგალითებს იმ წყევლებიდან რომელიც ახდა ბოლო საუკუნეების მანძილზე. ჟაკ დემოლის წყევლა. 1305 წელს პაპმა კლემენტი V წერილი გაუგზავნა ტამპლიერ მაგისტრ ჟაკ დემოლს და სთხოვა პარიზში ჩასვლა. ორი წლის შემდეგ იგი პარიზში ჩავიდა. ამ დროისთვის მწვავედ იდგა ევროპაში ტამპლიერების ორდენის საკითხი. მათმა ძალაუფლებამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია ეს იყო უზარმაზარი ფინანსების და ადამიანური რესურსების მქონე ორგანიზაცია იმდროისთვის რომელიც არცერთ სახელმწიფოს არ ემორჩილებოდა. მათი სიმდიდრე კი დიდი ხანი იყო მოხვედრილი პაპის, საფრანგეთის და იტალიის მეფეების და მთავრების ყურადღების ქვეშ. 1307 წელს ჟაკ დემოლი დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გაანთავისუფლეს რადგან ამას ტამპლიერთა მყისიერი რეაქცია მოჰყვა. ამის შემდეგ მეფე ფილიპე ლამაზმა დაიწყო არაოფიციალური ტერორი და მთელი ქვეყნის მასშტაბით დაავალა თავის ერთგულ გვარდიას დაეჭირა და ფიზიკურად გაენადგირებინათ ყველა ტამპლიერი მათი ქონება კი ჩამოერთმიათ. თითქმის 7 წლიანი სისხლიანი არაოფიციალური ომი დასრულდა საბოლოოდ 1314 წელს 18 მარტს ჟაკ დემოლი მეორედ დააპატიმრეს. ამ დროისთვის ტამპლიერების ძალაუფლება პრაქტიკულად ნული იყო. 18 მარტს ჟაკ დემოლი მწვალებლობაში დაადანაშაულეს და პარიზის ცენტრში ბოძზე გაკრული ორ სხვა მაღალი რანგის მაგისტრთან ერთად ცოცხლად დაწვეს. ამ დროს აგონიაში მყოფმა ჟაკ დემოლმა წარმოთქვა წყევლა რომლითაც მან პაპი, საფრანგეთი, ფილიპე ლამაზი და მისი 13 თაობა დაწყევლა. ტამპლიერებს და თავად ჟაკ დემოლს ყველა ქონება ჩამოართვეს და მისით გაღატაკებული სამეფო ხაზინა შეავსეს, მაგრამ ფილიპეს ეს სიხარული დიდხანს არ დასცალდა, იმავე წელს 1314 წლის 29 ნოემბერს გარდაიცვალა. სამი წლის შემდეგ პაპი კლემენტე მეხუთეც მის გზას გაჰყვა... ამ ამბებმა სათავე დაუდო საფრანგეთში გაუთავებელ შიდა ომებს, ინტრიგებს შიმშილს და რევოლუციებს. ტეკუმსეს წყევლა. ტეკუმსე იყო შაუნების ტომის ბელადი რომელიც გამოირჩეოდა შეურიგებელი ბრძოლით ამერიკის ახლადშექმნილი მთავრობის წინააღმდეგ. 1809 წელს უილიამ ჰენრი ჰარისონმა რომელიც იყო ინდიანას შტატის გუბერნატორი დაარღვია ინდიელებთან დადებული შეთანხმება და ომი განაახლა რასაც 1811 წელს ამერიკელების მიერ ინდიელთა გაერთიანებული ჯარის განადგურება მოჰყვა. თავად ტეკუმსე ტყვედ ჩაიგდეს მის ძმასთან შამან ტენსკვატავასთან ერთად და კარავში მიჰგვარეს ჰარისონს. ბელადი მუხლებზე დააჩოქეს და მის თვალწინ მოკლეს მისი ძმა, რა დროსაც გამწარებულმა ბელადმა ასეთი სიტყვები წარმოთქვა "შენ გგონია მოგვკლავ მე და ჩემს ძმას ტენსკავატავას და ამით ყველაფერი მორჩება? მე ვხედავ შენ დიდი ბელადობა გინდა (პრეზიდენტობა) მიაღწევ ამას მაგრამ მალევე მოკვდები და მოკვდება ყველა ამერიკის დიდი ბელადი ყოველ 20 წელიწადში! წყეულ იყოს ეს ქვეყანა თავის დიდი ბელადებით! ამ სიტყვებზე ის სიცოცხლეს გამოასალმეს. მართლაც ჰარისონი 1840 წელს გახდა პრეზიდენტი მაგრამ ინაუგურაციაზე გაცივდა და ერთ თვეში პლევმონიით გარდაიცვალა. 1860 წელს პრეზიდენტი გახდა აბრაამ ლინკოლნი, რომელიც 1845 წელს თეატრში მსახიობმა ჯონ უილკს ბუტმა მოკლა. 1880 წელს პრეზიდენტად აირჩიეს ჯეიმს აბრაამ გარფილდი, რომელსაც 1881 წელს რკინიგზის სადგურზე ჩარლზ გიტომ ესროლა. პრეზიდენტი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. 1900 წელს მეორე ვადით არჩეული უილიამ მაკინლი 1901 წელს ანარქისტმა ლეონ ჩოლგოშმა ესროლა. პრეზიდენტს მიღებული ჭრილობისგან განგრენა განუვითარდა, სისხლი მოეწამლა და მოკვდა. 1920 წელს უილიამ ჰარდინგი აირჩიეს, რომელიც სამ წელიწადში 1903 წელს უეცრად გულის შეტევით გარდაიცვალა. 1940 წელს მეორე ვადით აირჩიეს ფრანკლინ რუზველტი რომელმაც ასევე ვერ დაასრულა თავისი საპრეზიდენტო ვადა იგი 1944 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ კიდევ გაიხსენეს ინდიელთა ბელადის წყევლა როცა ჯონ ფიცჯერალდ კენედი 1960 წელს აირჩიეს და სამი წლის შემდეგ 1963 წელს 22 ნოემბერს დალასში ლი ჰარვი ოსვალდის მიერ იქნა მოკლული. პირველი ვინც ამ წყევლას გადაურჩა იყო რონალდ რეიგანი. ის 1980 წელს აირჩიეს და მას ფსიქიკურად ავადმყოფმა ჯონ ჰიკლმა ესროლა. რეიგანი სიკვდილს სამედიცინო ტექნოლოგიების წყალობით გადაურჩა, რაც იმ ხანად როცა წყევლა მოქმედებდა უცილობელ სიკვდილს გამოიწვევდა. 2000 წელს აირჩიეს ჯორჯ ბუში რომელსაც ორჯერ დაესხნენ თავს მაგრამ ორჯერვე გადარჩა, ერთხელ 2001 წელს თეთრ სახლში რობერტ პიკეტმა სცადა ბუშის მოკვლა, მეორედ 2005 წელს თბილისში ვოვა არუთინოვმა. თუმცა თავდამსხმელებმა მიზანს ვერ მიაღწიეს. დღემდე გაურკვეველია რატომ მოკვდა ამდენი პრეზიდენტი დროის ამ მონაკვეთში ან რატომ აღარ გაგრძელდა ეს მკვლელობები კენედის შემდგომ, არის ვერსია რომ წყევლამ ძალა დაკარგა რაც სავსებით რეალურია რადგან სიტყვას და მის მაგიას განსაზღვრული დრო და ძალა გააჩნია, მუდმივი არაფერია. ტუტანხამონის წყევლა. 1923 წელს ბრიტანელმა არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა და ლორდმა კარნავონმა გახსნეს ეგვიპტეში მეფეთა ველზე ყველაზე ახალგაზრდა ფარაონის დახურული მიწისქვეშა სამარხი. სარკოფაგს ჰქონდა წარწერა "სიკვდილი სწრაფ მოელის მას ვინც ფარაონს შეაწუხებს" ორი თვის შემდეგ ლორდი კარნავონი გარდაიცვალა. მას სისხლი მოეწამლა ინფექციისგან რომელიც ლოყაზე კოღოს ნაკბენისგან მიიღო (თავად განსაზღრეთ ამ შემთხვევითობის ალბათობა) გათხრების ორგანიზატორი ალანი რამდენიმე თვეში მოიწამლა შემთხვევით, როდესაც ჩაის დასალევად შევიდა ერთ ერთ ეგვიპტურ სასაუზმე დაწესებულებაში. მისი გაკვეთისას აღმოაჩინეს იშვითი შხამი რომელიც ორგანიზმში შეუძლებელია შემთხვევით აღმოჩენილიყო. ამ ამბავმა კიდევ უფრო გაზარდა მითქმა მოთქმა ფარაონის წყევლის შესახებ. გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპნენ ალანის თანაშემწე და მისი მძღოლი. 1923-29 წლებში სხვადასხვა მიზეზით დაიღუპა ექსპედიციაში მონაწილე და სამარხის გამხსნელი 22 ადამიანი. მათ შორის 13 მათგანი უშუალოდ ტუტანხამონის სამარხის გახსნის მოწმე, ასევე მათი უახლოესი ნათესავები და თანამშრომლები. თავად კარტერი 1939 წელს გაურკვეველი დაავადებით გარდაიცვალა. თემურ ლენგის წყევლა. როგორც ცნობილია ქართველებისთვის ავად სახსენებელი შუააზიელი დამპყრობელი თემურ ლენგი სამარყანდში უზბეკეთში არის დასაფლავებული. დღეს მის საფლავში მავზოლეუმია გაკეთებული. 1941 წლის 21 მარტს მოსკოვში სტალინის მაგიდაზე დაიდო წერილი სადაც საბჭოთა კავშირის კულტურის საქმეთა წარმომადგენლები ითხოვდნენ ნებართვას გაეხსნათ თემურ ლენგის სარკოფაგი. სტალინი დეტალურად გაეცნო მასალებს და გასცა სამარხის გახსნის განკარგულება. სამარხს ეწერა დიდი ასოებით გაფრთხილება (წყევლა) "რაჟამს გაიხსნას ჩემი განსასვენებელი მსოფლიო მოიცვას სისხლიანმა ომმა". მართლაც 1941 წლის 21 ივნისს საბჭოთა არქეოლოგებმა და მეცნიერებმა გერასიმოვის მეთაურობით დაიწყეს სარგოფაგის გახსნა რათა დეტალურად შეესწავლათ თემურ ლენგის გარეგნობა და აგებულება. მაგრამ მეორე დღეს 22 ივნისს ნაცისტური გერმანია დაესხა თავს საბჭოთა კავშირს და მსოფლიო ისტორიაში ერთ ერთი უდიდესი და სისხლიან ომს დაუდო სათავე. ომში დაიღუპა 70 მილიონზე მეტი ადამიანი. ამ რეალური და ისტორიული ფაქტების შემდეგ თავად გასაზღვრეთ არის თუ არა წყევლა რეალური და აქვს თუ არა სიტყვას ძალა.
ByGi GaGeorgia
0