პირველი ქართული სტამბა

0
საქართველოში პირველი ქართული სტამბის დაარსება დაკავშირებულია მეფე ვახტანგ VI სახელთან.(1675-1737წ.წ) 1708-1709 წლებში სტამბის გასამართად ბულგარეთიდან მოიწვია მიხაი იშტვანოვოჩი, რომელიც მოწაფე გახლდათ ვლახეთში (რუმინეთში) მოღვაწე, ყრმობაში საქართველოდან მოტაცებული და მონად გაყიდული ანთიმოზ ივერიელისა, რომელსაც წარმატებისთვის მიეღწია როგორც განმანათლებელს, სასულიერო მოღვაწეს , სტამბის ამწყობს უცხო მიწაზე.მან სტამბის ასაწყობად საჭირო ტექნიკა და მასალა გაუგზავნა მეფეს და შეიქმნა კიდეც პირველი ქართული საბეჭდი სტამბა თბილისში. 1709 წელს ამ სტამბაში პირველად საქართველოს მიწა-წყალზე დაიბეჭდა ოთხთავი, დავითნი , ხოლო 1712 წელს , , ვეფხისტყაოსანი" ვახტანგისეული კომენტარებით. 1723 წელს ოსმალთა შემოსევების გამო სტამბა დაიხურა , ხოლო აღდგა 1745 წელს მეფე ერეკლე II თაოსნობით.
0