გარდაცვლილი პენსიონერების თანხის მითვისება - ახლად აღძრული საქმე სოხუმში

Sokhumi Daily

სოხუმში სბერბანკის ოფისის თანამშრომლები ეჭვმიტანილნი არიან საპენსიო ანგარიშებიდან თითქმის ორნახევარი მილიონი რუბლის უკანონოდ განაღდებაში. აფხაზეთის ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურმა უსაფრთხოებამ და ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა ჩაატარა შემოწმება აფხაზეთის სბერბანკის თანამშრომლების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვისა და მითვისების ფაქტზე. დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, სოხუმში, სბერბანკის დამატებითი N1070 ოფისის ორ თანამშრომელს, გარდაცვლილი პენსიონერების ანგარიშებიდან უკანონო ფულადი სახსრების გამოტანა ედებათ ბრალად. ”2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მარტამდე, ბანკის ყოფილმა თანამშრომელმა გარდაცვლილი პირების საპენსიო ანგარიშებიდან თანხები 1მილიონ 821 114 რუბლის ოდენობით მოხსნა. აგრეთვე, 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მაისამდე, გარდაცვლილი ბანკის კლიენტების ანგარიშებიდან მეორე ოპერატორმა, ქალაქ სოხუმში დამატებით N1070 ოფისის თანამშრომელმა, უკანონოდ მიითვისა 638 214 რუბლი. ”- ნათქვამია განცხადებაში. საქმეს ამჟამად სოხუმის ე.წ პროკურორი იძიებს. #სოხუმი #აფხაზეთი #პოლიტიკა #sokhumidaily