ბაჩალიაშვილის ოჯახი და ახლობლები დღეს ამერიკის საელჩოსთან შეიკრიბებიან
Pirveliradio Ge
ბაჩალიაშვილების ოჯახი საქმის გამოძიებაში FBI-ის ჩართვას ითხოვს. ოჯახი და მათი ახლობლები დღეს 12 საათზე ამ მოთხოვნით ამერიკის საელჩოს წინ შეიკრიბებიან. ისინი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს თვითმკვლელობის ვერსია გაამყაროს.
"გეხვეწებით, გემუდარებით, ქეჩოქებით ყველას, ქუდზე კაცი გამოდით, რომ დავიცვათ თამუნას სახელით სამართლიანობა საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ," - თქვა ბაჩალიაშვილის დედამ.
დაღუპულის დედა, თეონა თამაზაშვილი პრემიერ მინისტრთან შეხვედრას რამდენიმე დღეა უშედეგოდ ითხოვს და ამბობს, რომ ამ დრომდე მედიის მეტი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმით არავინ დაინტერესებულა.