შესაძლოა შაქარაშვილი მისივე მეგობრებმა სცემეს - რას ეჭვობს ბრალდებულის მამა

Tbilisi Daily

გური ამირხანაშვილმა დღეს უნდა ამოიცნოს, ბრალდებული ზ.ხ. ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილში. ამის შესახებ ზ.ხ-ს ინტერესების დამცველმა, გიორგი გელხაურმა უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. უწყებაში შესვლამდე კომენტარი გააკეთა ასევე არასრულწლოვნის მამა, თამაზ ხომასურიძემ, რომელიც ამბობს, ვერსიას, რომ გიორგი შაქარაშვილი შესაძლოა, თავისივე ძმაკაცებს ეცემათ, არავინ განიხილავს. „შეიძლება, თავისივე მეგობრებმა სცემეს, რადგან არ მიეხმარა მათ ჩხუბში, აშველებდა და შემდეგ გაიქცა. რა თქმა უნდა, ამირხანაშვილი ჩემს შვილს ამოიცნობს, ის ჩემი შვილის მანქანაში იყო, როდესაც ჩამოიყვანეს. ჩემი შვილი ყვება, რომ აგარაკზე მისვლის შემდეგ გადავიდა მანქანიდან, სხვა ბიჭები გაიქცნენ და სად გაიქცნენ ვერ დაინახა. გური ამირხანაშვილი უკანა გზაზე ნახეს. უყვებოდა, ის ბიჭი საერთოდ არაფერ შუაში არ იყოო და ნერვიულობდა. თუ ოჯახს აწყობს, რომ უდანაშაულო ხალხი დაისაჯოს, კი ბატონო, მაგრამ ოჯახმა უნდა იპოვოს ის, ვინც მართლა დააშავა“, – აღნიშნა თამაზ ხომასურიძემ. #ახალიამბები