Fast Food-ის გავლენა თქვენს ორგანიზმზე

0
მართალია, ყველამ კარგად იცის, რომ სწრაფი კვების ნაწარმი მავნებელია, მაგრამ ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, რომ „ფასტ ფუდის“ სისტემატიური მირთმევა მნიშვნელოვნად ცვლის სისხლის და ცხიმების შემადგენლობას ორგანიზმში. ჭარბი წონა – „ფასტ ფუდი“ დიდი ხანია სიმსუქნის სინონიმად ითვლება. საკმარისია შეხედოთ ბურგერის, ჩიფსების ან ჰოთ-დოგის შემადგენლობას და მიხვდებით, რომ შეუძლებელია ამგვარი საკვებით ჯანსაღი წონის შენარჩუნება, თავის დაღწევა მისი „ტყვეობიდან“ კი საკმაოდ რთულია, რადგან სწრაფი ნახშირწყლები, რომელთაც „ფასტ ფუდის“ ცალკეული ინგრედიენტები შეიცავს, არასდროს ანაყრებს და რაც მეტს მიირთმევთ, მით უფრო მეტის ჭამა გინდათ. ქრონიკული დაღლილობა – „დეილი მეილის“ ჟურნალისტის ექსპერიმენტმა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ სწრაფი კვების რესტორნებში იკვებებოდა, დაადასტურა, რომ „ფასტ ფუდის“ სისტემატური მიღება ამცირებს კონცენტრაციის უნარს, მუდმივ დაღლილობას კი, ჯანსაღი ძილიც ვერ ერევა. რაც არცაა გასაკვირი, რადგან მოთენთილობას ტრიპტოფანი – ამინომჟავების გარკვეული ტიპი იწვევს, რომელიც ჭარბი ნახშირწყლების წყალობით, სწრაფად აღწევს ტვინში და რაც უფრო ხშირად მიირთმევთა მაგვარ, საკვებს მით უფრო სწრაფად იღლებით. ჭარბი ქოლესტერინი – ტექნოლოგიური დამუშავების წყალობით მიღებული ხელოვნური ანუ ე.წ. ტრანს-ცხიმები, რომელთაც სწრაფი კვების მწარმოებელი კომპანიები იყენებენ, მართალია საკმაოდ იაფია, მაგრამ მნიშვნელოვნად ზრდის ქოლესტერინის შემცველობას ორგანიზმში, იწვევს გულის დაავადებებს და ინსულტს. არაჯანსაღი კანი – მაღალი გლიკემიური ინდექსის წყალობით „ფასტ ფუდი“ სწრაფად ტვირთავს სისხლს გლუკოზით და ხშირად, სწორედ ამგვარი რაციონი ხდება აკნეს მიზეზი, რადგან ჭარბ შაქარს, ნახშირწყლებსა და ტრანს-ცხიმებს ნებისმიერი, ყველაზე ჯანმრთელი კანის დაავადებაც შეუძლია.
#news
#forhealth
#healthyfood
#fastfood
#behealthy
#goodvibes
Tbilisi
Senaki
0