ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

0
ქალთა უფლებები მრავალი წლის განმავლობაში იგნორირებული იყო, ხოლო მათი ხმა ყველაზე დაბალი, უიმედო და სასოწარკვეთილი. ქალებმა ხანგრძლივი, საინტერესო და წინააღმდეგობრივი გზის გავლის შედეგად, მათი მისამართით არსებული კულტურული ნორმების შეცვლა მოახერხეს - თუმცა არა ბოლომდე. წარმოგიდგენთ, ქალებს, რომლმაც შეცვალეს მსოფლიო და გახადეს სამყარო უფრო უკეთესი ვიდრე იყო. ცხადია, აქ ყველას ჩამოთვლას ვერ შევძლებ და მხოლოდ მცირე ნაწილის შესახებ მოგითხრობთ. 1. შვედი ანტი-ნაცისტი ჰოლოკოსტს გადარჩენილი ქალი, რომელიც შვედეთში ნეო ნაცისტების აქციის მონაწილეს თავში ჩანთას ურტყამს. (ფოტო: 1985 წლის 13 აპრილი) 2. მარია კიური პოლონელი ფიზიკოსი მარი კიური, რომლის შრომები რადიოაქტიურ ნივთიერებათა შესწავლის შესახებ საფუძვლად დაედო ფიზიკისა და ქიმიის ახალ დარგებს. მან პირველმა მოამზადა რადიუმის ეტალონი და ორჯერ გახდა ნობელის პრემიის მფლობელი. 3. მალალა იუსაფზაი „ავიღოთ ჩვენი წიგნები და კალმები, ისინი ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღებია. ექსტრემისტებს მუდამ ეშინოდათ და ეშინიათ წიგნების და კალმების. მათ ქალებისაც ეშინიათ. მე მინდა, რომ განათლება თალიბების, ტერორისტებისა და ექსტრემისტების შვილებმა მიიღონ. ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და ერთ კალამს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო. განათლება ერთადერთი გამოსავალია. განათლება უპირველესია'' - ეს სიტყვები მალალა იუსაფზაის ეკუთვნის პაკისტანელ აქტივისტსა და ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელს. მალალა საქვეყნოდ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2009 წელს, 11 წლის ასაკში "ბიბისის" ბლოგერი გახდა, სადაც "თალიბანის" რეჟიმის პარალელურად საკუთარ ცხოვრებაზე და გოგონების განათლების უფლებებისთვის წერდა. 2009 წელს პაკისტანში თალიბების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხელისუფლებამ გოგონებისათვის სკოლაში სიარული აკრძალა. 11 წლის მალალამ გადაწყვიტა, დაეცვა თავისი განათლების უფლება, თუმცა მის პროტესტს მძაფრი რეაქცია მოჰყვა. 2012 წელს "თალიბებმა" მისი მოკვლა სცადეს და გოგონა მძიმედ დაჭრეს. მალალა ახლა დიდ ბრიტანეთში, მშობლებთან ერთად, ცხოვრობს. იქიდანვე აგრძელებს თავის საქმიანობას და ამ სიმამაცისა და შემართებისთვის ასევე მიღებული აქვს ანდრეი სახაროვისა და ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემიები. 2015 წელს დიდ ეკრანებზე იუსაფზაის ისტორიაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი გამოვიდა - “მან მე მალალა დამარქვა”. ფილმში ის თავდასხმამდე და თავდასხმის შემდეგ პერიოდს იხსენებს. ფილმის რეჟისორს სურს, რომ 18 წლის პაკისტანელი გოგოს ოცნებები გაამხილოს, მალალა კი მხოლოდ ერთი ოცნება აქვს - „მინდა მსოფლიოს ყველა გოგო და ბიჭი სწავლობდეს; სკოლაში თანაკლასელების გვერდით, ჩემს მაგიდასთან ჯდომა და კითხვა ჩემი უფლებაა. ყოველი ადამიანის სახეზე ბედნიერი ღიმილის ხილვაა ჩემი ოცნება”, ამბობს მალალა.#ქალები #ქალებირომლებმაცშეცვალესმსოფლიო #ქალებისძალა
Tbilisi
0