ბათუმში ერთი კაცი მოკლეს, მეორე კი - დაჭრეს
Batumi Daily
გუშინ, გვიან ღამით, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე - ე. წ "ოცნების ქალაქში" ერთი კაცი მოკლეს, ერთი მძიმედ დაჭრეს.
მოკლულია 45 წლამდე ასაკის მამაკაცი და დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი. დანაშაული ცივი იარაღითაა ჩადენილი.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი მათ შორის სწორედ მოკლულის სახლში დაიწყო, შემდეგ სხვა ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც უკვე მკვლელობა მოხდა.
ადგილზე სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. დანაშაული 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
ფოტო: მთავარი არხი
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში