?ბოლოდროინდელი მოვლენები ამერიკიდან

0
აშშ-ის შტატ მინესოტას ქალაქ მინეაპოლისის ყოფილი პოლიციელი, დერეკ შოვონი, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე დააკავეს და ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობისთვის წაუყენეს, ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. მესამე ხარისხის მკვლელობისთვის მაქსიმალურ სასჯელად 40 წელი ითვლება, ოჯახი კატეგორიულად მოითხოვს რომ მკვლელს მიესაჯოს სასჯელი პირველი ხარისხის მკვლელოვისთვის ვინაიდან მან სასწრაფოს მოსვლის შემდგომაც არ გაუშვა მოქალაქეს მუხლი და საბოლოოდ დაგვიანებით მოხდა მისი გადაყვანა, ამიტომაც საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. პოლიციის დანარჩენ თანამშრომლებსაც ელით სასჯელი, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია როგორ და რა სახის ბრალს წაუყენებენ მათ. რუსეთი აშშ-ს მოუწოდებს, გამოიძიოს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმე. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ქვეყანაში კვლავ მძიმე სიტუაციაა და არეულობები გრძელდება, მინესოტას რამდენიმე სხვა დიდი ქალაქიც შეურთდა.
news
opinion
politics
0