ხე-ტყის ჩეხვა და რეიდები ძამას ხეობაში

Gori Daily

ძამას ხეობაში ხე-ტყის ჭრა ,,აქტიურ ფაზაშია". შეშით დატვირთული სატვირთო ავტომანქანების რაოდენობა აქ საკმაოდ შესამჩნევია. განსაკუთრებით სოფელ ზღუდერთან, სადაც ორი ხეობიდან მომავალი გზა ერთმანეთს უერთდება. შეშა იჭრება როგორც უშუალოდ მდინარე ძამის, ასევე მდინარე ღვანანას ხეობაში. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, რომ სატვირთო ავტომანქანის მძღოლს სავარაუდოდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ესაუბრებიან. იმ დროს, როდესაც ტანას ხეობაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ფუნქცია პოლიციამ აიღო და შეშით დატვირთულ ავტომანქანებს სოფელ ხიდისთავში აკონტროლებს, სრულიად სხვა სიტუაციაა ძამას ხეობაში, რასაც ეს ფოტოები ცხადყოფს. ფოტოზე: სოფელი გვერძინეთი, ერთმანეთს შეშით დატვირთული მანქანის მძღოლი და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ესაუბრებიან. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #კანონი #goridaily წყარო: Qartli.Ge