კოვიდვაქცინაციის შეუფერხებლად წარმართვისთვის სპეციალური ჯგუფი შეიქმნა

Tbilisi Daily

კოვიდვაქცინაციის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა. მისივე თქმით, ვაქციანაცია იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე დღეს იმსჯელეს. შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, კოვიდვაქცინაციის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის, რაც გულისხმობს, ვაქცინაციის დროულად შემოტანას და ყველანაირი მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას ქვეყნის მასშტაბით, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოჯისტიკური კუთხით, რათა ქვეყანა ვაქცინაციის პროცესის დაწყებას მომზადებული შეხვდეს“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 033 ადამიანს დაუდასტურდა, 4 061 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 143 376 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 121 621-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 342 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 1 978 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 366 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 3 708 ადამიანი იმყოფება.