102 წლის ქალმა კორონავიურის დაამარცხა

Tbilisi Daily

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი 102 წლის ქალბატონმა დაამარცხა. მოხუცი ხანდაზმულთა სახლში დაინფიცირდა.ის კლინიკაში ორი კვირის წინ შეიყვანეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს და ის კლინიკიდან ხვალ გაეწერება.