მწვანილის გამყიდველები - ელნურ ნაზიმის ბლოგპოსტი

Marneuli Daily

თინეიჯერობის ასაკიდან დღემდე, ყოველთვის მაინტერესებდა ბაზრები. ადამიანები, რომლებიც იქ ვაჭრობენ, სხვადასხვა ადამიანური პეიზაჟები, დიალოგები ყოველთვის მაძლევდნენ თემას. ზოგჯერ საათობით დავდიოდი ბაზრებში, სადმე ვდგებოდი და ვაკვირდებოდი. ხალხმა, ვინც იქ ვნახე, ვისთანაც ვისაუბრე, მაფიქრებინა, რომ ჩვენს მსგავს ქვეყნებში, უნდა იარო ბაზრებში, რომ გაეცნო დაბალი ფენის ცხოვრების წესს. ბაზრები და ტაქსის მძღოლები საზოგადოების სარკეა. ბაზარში არის სხვადასხვა ფენად ჩამოყალიბებული ჯგუფები, როგორც არის მწვანილის გამყიდველები, ხილის გამყიდველები. ჩვენ, ზოგადად, გვიცნობენ მწვანილის გამყიდველად. ბაზრის ყველა კუთხეში მდგომი ქალები, რომლებიც თან ხელში ძაფით ახალ კონას აკეთებენ, თან კი მომხმარებლელს ეძახიან, მოდი და იაფად მოგცემ, "კაი ზელენიაო", ჩემთვის ბაზრის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ "მწვანილის გამყიდველის" სტატუსი, მოვაჭრე, ჩვენს საზოგადოებაში ჩვენ წინააღმდეგ შეურაცხყოფისთვის გამოიყენება. მაგრამ, არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ ზაფხულის სიცხეში, ზამთრის სიცივეში ბაზარში, გარეთ მუშაობა არავის უხარია. ქვეყანაში, სადაც არ არის ქარხნები, სოციალური დაცვა, სადაც სახელმწიფო სექტორში ნეპოტიზმია, აუცილებლად ჩნდებიან ღარიბები და ეს ღარიბი კლასი იძულებულია, რაღაცით დაკავდეს, რათა პურის ფული ჰქონდეს. არავინ გაითვალისწინებს, რომ ქალები, რომლებსაც ყოველდღიურად აყენებენ შეურაცხყოფას ბაზრებზე, იძულებულები არიან, ეს საქმე გააგრძელონ. არავინ გაითვალისწინებს, რომ ამ ქალებს ჰყავთ შვილები, რომლებიც სახლში პურს ელოდებიან. ყველა დაჩაგრულს უფრო ჩაგრავს. მართალია, შესაძლოა, თუ ეს სვეტი გაზეთში გამოქვეყნდა, მას ხვალ პომიდვრის რომელიმე ყუთში ვნახავთ. მართალია, ჩვენ დავივიწყეთ ცივილიზაცია მატერიალიზმისკენ სწრაფვაში. მაგრამ, მშიერს ვერ აკმაყოფილებს ცივილიზაცია. ამიტომ, გარკვეულწილად არაადეკვატურია, ზოგიერთმა „განათლებულმა“ ადამიანმა რომ ჩამორჩენილად შეგვაფასოს, როდესაც შევადარებთ ჩვენს კულტურულ დონეს ევროპული ადამიანის კულტურულ დონესთან, რადგან ცივილიზაციისკენ მიმავალი გზაა ეკონომიკური მოთხოვნილებების შემცირება. ცარიელ კუჭზე წიგნს არავინ კითხულობს. თქვენ არ უნდა იყოთ მშიერი წიგნის წასაკითხად, არ უნდა იდარდოთ იმაზე, თუ როგორ უნდა იშოვოთ პური ხვალისთვის. როდესაც თეატრში დადიხარ, უნდა იყო მოდუნებული, რომ სულიერად ისიამოვნო. სანამ ეს ეკონომიკური პრობლემები არ მოგვარდება, ჩვენ ვერ ვიქნებით მწიგნობარი საზოგადოება, კულტურული საზოგადოება. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენი ხალხი ბოლო დროს დაინტერესდა პოლიტიკით: ფულის შოვნა, ვინაიდან ადამიანებს ახლა ფული სჭირდებათ. მერე ვნახავთ, როგორ გაკიცხავთ ვინმეს. წყარო : ფანჯარა