ჩაქვში ძალოსნობის ბაზა იხსნება

Batumi Daily

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. "ჩაქვში პირველი თანამედროვე სტანდარტების ძალოსნობის ბაზა აშენდება. პროექტი თანამედროვე სტანდარტის 3 სართულიანი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს. შენობაში სავარჯიშო და შეჯიბრების სივრცე, საკონფერენციო ოთახი და სასტუმრო განთავსდება." - წერია უწყების განცხადებაში. ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობა 2021 წლის დეკემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 4 მლნ 500 ათასი ლარია. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში #ჩაქვი #ძალოსნობისბაზა