განახლებული ანტირეკორდი აჭარაში - კოვიდის ბოლო მონაცემები

Batumi Daily

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმის კოვიდმიმღებ კლინიკებში მკურნალობს 463 პაციენტი, აქედან – 32 არასრულწლოვანი და 10 ორსული. საკარანტინო სივრცეებში მკურნალობს 957 ადამიანი, ხოლო ბინაზე – 600-ზე მეტი ადამიანი. უწყების ინფორმაციით, ონლაინ კლინიკებით იხელმძღვანელა 553 პირმა. კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარანტინო სივრცე. რაც შეეხება საწოლფონდს - მობილოზებული 600 საწოლი. რეანიმაციაში იმყოფება 24 პაციენტი. დღეს საქართველოში სულ 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #კოვიდვითარებააჭარაში #ახალიამბებიაჭარაში #ბათუმი #batumi #კორონავირუსი