ასე იყო სპარტაში: "ოცნების" დეპუტატმა ოპოზიცია სპარტანელებს შეადარა
Batumi Daily
9 ივნისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოში გამოცხადდა მთავრობის მუშაობის შესახებ ანგარიშის ჩასაბარებლად. სხდომის განმავლობაში, "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა დეპუტატმა, ლადო მგალობლიშვილმა, საკუთარი ფარტია ბერძნულ სოფისტებს, "ნაციონალური მოძრაობა" კი სპარტანელებს შეადარა.
მგალობლიშვილმა თქვა, რომ "ასე იყო სპარტაშიც" და ვინც მეტს ყვიროდა, ის იმარჯვებდაო. ასე მან "ნაციონალური მოძრაობის" მუშაობა შეაფასა და თქვა, რომ სპარტანელები კითხვებს არ სვამდნენ. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", მგალობლიშვილმა დასძინა, რომ "იყვნენ სოფისტებიც". სავარაუდოდ, სოფისტებში მან ზუსტად საკუთარი პარტია იგულისხმა.
მედიის შეფასებით, საბჭოს სხდომაზე პრობლემები ნაკლებად იყო განხილული. გარე მოვაჭრეები, რომლებსაც მთავრობასთან შეხვედრა სურდათ, სხდომის დარბაზში არ შეუშვეს, ერთ დეპუტატს კი სხდომა დაატოვებინეს. ერთ-ერთი იშვიათი პრობლემა, რომელიც წამოჭრა დეპუტატმა მერაბ ბლადაძემ, სოფლის რწმუნებულთა კომპენსაცია იყო. მისი განცხადებით, გურიის რეგიონში რწმუნებულები 800 ლარს იღებენ, კახეთში - 900-ს, ხოლო აჭარაში მხოლოდ 650. ამაზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ხელფასები გადასახედია და "საკითხი მისახედი".
სხდომა პოლიტიკა სპარტა აჭარა
batumidaily